აკონტროლეთ თქვენს ბინაში რემონტის პროცესი, მასალების და სამუშაოების ხარისხი ვიდეოთვალის მეშვეობით

უშუალოდ დაგვიკავშირდით:

რემონტი რეჟიმში

online
Camera

კედლის გრუნტით დამუშავება


კედლის გრუნტით დამუშავება
  სარემონტო სამუშაოების დროს მაღალი ხარისხის მისაღწევად პრაიმერი ე.წ. გრუნტი (შემდგომში გრუნტი) თამაშობს მნიშვნელოვან როლს. გრუნტი, ისევე როგორც ბევრი სხვა სამშენებლო მასალა, არსებობს მრავალი ტიპის და დანიშნულების. დანიშნულებაში იგულისხმება იმ ნიადაგის ტიპი, რისთვისაც მოიხმარებენ მას. მაგალითად რკინაბეტონი, ბათქაში ცემენტის და თაბაშირის ნიადაგზე, საფითხნი, რკინა, საღებავები და სხვა. მისი დანიშნულებიდან გამომდინარე თვითონ გრუნტიც არსებობს რამოდენიმე ტიპის ანუ შემადგენლობის. ამ საკითხის სირთულის გამო მის დანიშნულებიდან გამომდინარე მოხმარებაზე ჯობია პროფესიონალებმა იზრუნონ. ზოგადად გრუნტს შემდეგი ტექნიკური დანიშნულება აქვს: 1) ნიადაგის გამყარება, ამისათვის ღრმად შეხწევადი გრუნტს იყენებენ; 2) აუმჯობესებს ნიადაგის ადჰეზიას; 3) ამცირებს მასალის (მაგალითად საღებავის) დაფარვის ხარჯებს. 
  არ გვინდა ჩამოვთვალოთ თუ რა მოხდება გრუნტის არ მოხმარების შემთხვევაში, ეს ძაან შორს წაგვიყვანს. ამიტომ ჩვენ ხაზს გაუსვამთ სამუშაოების მხოლოდ იმ აუცილებელ ეტაპებს სადაც ზემოდ ხსენებული გრუნტის მოხმარება აუცილებელია და მის გარეშე ხარისხზე ზედმეტია საუბარი. სამწუხაროდ ბევრი ხელოსანი ხშირად აიგნორებს გრუნტის როლს ხარისხიანი შედეგის მისაღწევად. ეს ხდება ძირითადად ორი მიზეზის გამო. მიზეზი პირველი- საკითხის უცოდინარობა, მეორე- საქმის სწრაფად დამთავრების სურვილი. ორივე შემთხვევაში ხარისხი უკანა პლანზე რჩება. სიზარმაცეში გამოცდილმა ხელოსანმა მაგ დროს იცის რისი გაგონება სურს გამოუცდელ დამკვეთს და მის მხრიდან წამოწეული ორი სიტყვა სულ აღწევს მიზანს. და ვადების მხრივ ეს ისეთი ხანმოკლე ეტაპია, რომ მისი მხოლოდ ერთი გასაკონტროლებელი გზა არსებობს. ეს არის- პროცესის დროს ადგილზე ყოფნა, რადგან ბევრი მსგავსი ზარმაცი ხელოსანი პრარაბებსაც კი ატყულებს მაგ შემთხვევაში. ამიტომ ჩამოვთვლით იმ ზოგიერთ ეტაპებს, სადაც აუცილებელი არის გრუნტის გამოყენება კედელზე და დამკვეთმა კატეგორიულად უნდა მოითხოვოს ამის შესრულება მენარდისაგან. მივყვეთ თავიდან.



  კედელი სანამ მივა საბოლოო მდგომარეობამდე ბევრი ეტაპი უნდა გაიაროს. თავდაპირველად ის შედგება აგური ან ბლოკისაგან, რკინაბეტონისაგან, თაბაშირ-მუყაოსაგან და ა. შ.  ბლოკის კედლის ამ სტატიაში გარბენით მიმოხილვა სარისკოა, რადგან ბევრს ამის წაკითხვისას პროტესტის მაგვარი შეგრძნება გაუჩნდება, მაგრამ წესით გრუნტით მისი დამუშავება საჭიროა. რაც შეეხება რკინაბეტონს, აუცილებელია მისი სპეციფიკური გრუნტით დამუშავება. ამ ტიპის გრუნტს ძირითადად წარმოადგენს ბეტონოკონტაქტი. ბეტონოკონტაქტი გამორიცხავს კედლის მომავალ დაზიანებას, რომელიც შეიძლება გამოიხატოს ბზარების და ბათქასის ნაწილების ჩამოშლის სახით. თუ კედლის ნიადაგს წარმოადგენს თაბაშირ-მუყაო, ამ შემთხვევაში უნდა დამუშავდეს აკრილის გრუნტით. აკრილის გრუნტი წარმოადგენს შედარებით უნივერსალურ ხსნარს, რომელის შეიძლება იქნას გამოყენებული შიდა და გარე სამუშაოებისთვის უმეტესი ტიპის ნიადაგებზე. ქართულ რეალობაში იშვიათად თუ ნახავთ რომ თაბაშირ-მუყაოს კედელი შპაკლის გამოყენების წინ იგრუნტებოდეს! არა და საჭიროა. შავი ბათქაშის მერე შპაკლის წინ, განსაკუთრებით ბადეს რომ შლიან, აუცილებელია კედლის გრუნტით დამუშავება. ასევე აუცილებელი არის ნიადაგის გრუნტით დამუშავება შეღებვის წინ. ამ ეტაპის გამოტოვება უყვარს ძალიან ბევრ ე.წ. ხელოსანს და ამით დიდ შეცდომას უშვებენ. გრუნტის გარეშე საღებავი დიდხანს ვერ ძლებს კედელზე და ასეთი კედელი თავისებური უარყოფითი თვისებებით გამოირჩევა. ასევე ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს ჭერის გრუნტით დამუშავება. დაბალი დონის ხელოსანი ამ ეტაპს ნებისმიერი ფასად გამოტოვებს და რატომ? საკითხის ბოლომდე უცოდინარობის გამო დაგრუნტული ჭერი ხშირად უჭრელდება ასეთ "ოსტატებს". ამის რამოდენიმე ძირითადი მიზეზი არსებობს: 1) გრუნტი უხარისხოა; 2) არასწორი დოზით წყალში გაზავებული; 3) არასწორად დამუშავებული და სხვა.  დამუშავებისას გრუნტი არათანაბარი განაწილების (ნიადაგში შეწოვის) გამო ჭერს აკრავს არათანაბარი სისქის აპკს და შესაბამისად საღებავის მომდევნო ფენებიც ისევე არათანაბრად განაწილებულ ფენად ისმება ჭერზე (ზოგან ღრმად იწოვს, ზოგან არა). საერთო ჯამში ასეთი ჭერი არ გამოიყურება იდეალურად. გრუნტი ასევე საჭიროა შპალიერის გაკვრის წინ. თუმცა შპალიერის გარკვეული ტიპის გამოყენების შემთხვევაში ზოგიერთი ხელოსანი გრუნტის მაგივრად შპალიერის წებოთი ამუშავებს კედელს და მას რომ კითხოთ ამ ვარიანტის სასარგებლოდ უამრავ მყარ არგუმენტებს ჩამოგითვლით. 
  მაგალითად არსებობს ვითარება როდესაც რკინის ჟანგთან ერთად გაჟონილი წყალის ნაკვალევი არ იფარება აკრილის საღებავით, რამდენიც არ აუნდა წაუსვათ ის. ასეთ შემთხვევაში მაგალითად კარგია გამოვიყენოთ Isomat-ის Block Primer-ი. ძალიან ბევრი მიზეზი და ვითარება არსებობს გრუნტის მოხმარების აუცილებლობისთვის. საკითხის ზოგადი მონახაზისთვის მგონი საკმარისია. გავიმიორებთ მხოლოდ იმას რომ გრუნტი ყველგან და ყოველთვის აუცილებელია. 

 

გაქვთ შეკითხვები ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით?

უკმაყოფილო ხართ ხელოსნით ან სხვა რამით?

გნებავთ სპეციალისტები სხვა სამუშაოებისათვის?