დღეისთვის არსებობს სამი რეალობა აივნების გიდროიზოლაციასთან დაკავშირებით: 1. გრამატიკულად გაკეთებული გიდროსაიზოლაციო სამუშაოები მეტლახით მოპირკეთების წინ; 2. შეცდომით ან უმეცრად გაკეთებული აივნის გიდროიზოლაცია; 3. გიდროიზოლაციის გარეშე აივნის მეტლახით მოპირკეთება.
მოკლედ განვიხილოთ სამივე ვარიანტი.
1. სწორად გაკეთებული აივნის გიდროიზოლაცია.
პირველ რიგში ეს არის სწორად გაკეთებული მასალის არჩევანი. შემდეგი ეტაპი წარმოადგენს ნიადაგის სწორად მომზადებას. ამ წინარე სამუშაოს გარეშე არ აქვს მნიშვნელობა არც მასალის ხარისხს არც სწორად ჩატარებულ სამუშაოებს. ნიადაგი უნდა მოიგავოს ნებისმიერი ნაგავისაგან და მტვერისაგან და ზედაპირი უნდა გახდეს სწორი. ადჰეზიისთვის მერე უნდა დამუშავდეს ღრმად შეხწევადი გრუნტით ანუ პრაიმერით. შემდეგ მუშავდება კუთხეები სპეციალური კუთხოვანი ლენტებით და გიდროიზოლაციის ხსნარით, სრული პერიმეტრით. ეს აუცილებელია რომ მოხდეს აივნის ზონის სრული გერმეტიზირება და გამიჯვნა საცხოვრებელი ზონისაგან, რომ კუთხეებიდან არ მოხდეს წყალის გაჟონვა ცუდ შემთხვევაში. გიდროიზოლაციის საფარი იატაკიდან კედელზე უნდა ადიოდეს 5-დან 10 სანტიმეტრამდე იმის გათვალისწინებით რომ დაგუბებულმა წყალმაც ვერ შეძლოს უსაფრთხო შრის გარღვევა. კუთხოვანი ლენტით დამუშავების შემდეგ გადავდივართ იატაკის საფარზე. უმეტეს წილად იატაკის სივრცის დამუშავება ხდება ორ ფენად სამღებრო ჩოთქით, მაკლავიცით, ღილვაკით ან შპატელით. ძაან მნიშვნელოვანია რომ მეორე ფენა წავუსვათ პერპენდიკულარულად პირველთან მიმართებით (ჯვარედინათ). ამ პირობას ბევრი "ხელოსანი" არ ეკიდება სერიოზულობით, რადგან ბოლომდე ვერ აცნობიერებს ამ სეგმენტის მნიშვნელობას და პასუხისმგებლობას.
2. შეცდომით ან უმეცრად გაკეთებული აივნის გიდროიზოლაცია.
წინა შემთხვევიდან განსხვავებით ეს არის არასწორად შერჩეული მასალა. უნდა გავითვალისწინოთ რომ იატაკის გიდროსაიზოლაციო ხსნარით დაფარვისას ნემსის ზომის დაუფარავმა ნასვრეტმა შეიძლება ხაზი გადაუსვას საგულდაგულოდ გაკეთებულ გიდროსაიზოლაციო სამუშაოებს. ამ დროს გაჟონილი წყალი წარმოქმნის დიდ წნევას ზუსტად იმ პატარა ნასვრეტზე და წყალი დიდი წნევით იწყებს ჟონვას. ყველას არ ეხება, მაგრამ გამშენებლების უმეტესობა დაინტერესებულია გამოიყენოს იაფფასიანი მასალა, ბევრი საერთოდ არ აკეთებს აივნებზე გიდროიზოლაციას. ან მაგალითად ზოგირთი "ხელოსანი" მეტლახის მოსაპირკეთებლად წებოცემენტის ნაცვლად იყენებს "გიდროსაიზოლაციო" ხსნარებს. "ზოგიერთი" იმიტომ ვახსენეთ რომ ხელოსნების უმეტესობას საერთოდ არ აინტერესებს გიდროიზოლაცია. ეს კატეგორია ხელობას გადმოცემით სწავლობს მამა-პაპასაგან ან მეზობლისაგან გაქცეულზე. ბევრი კიდე დამკვეთის გულის მოსაგებად ( და მაღაზიიდან ბონუსის მისაღებად) იაფფასიან ხსნარებს ხმარობს მაგ დროს. რეალობაში იაფიანი გიდროსაიზოლაციო ხსნარები მალე ფუჭდება და აზიანებს მთელ ბეტონის საფარს. ოღონდ ეს ყოველივე არ ჩანს იატაკის ქვეშ!
3. აივნების გიდროსაიზოლაციო საფარის გარეშე მეტლახით მოპირკეთება.
აივნებზე გიდროსაიზოლაციო საფარი საერთოდ არ არის საჭირო აბუ-დაბიში ან ყატარში. ჩვენთან ის აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში რისკის ქვეშ დგება მთლიანად იატაკქვეშა რკინაბეტონის საფარის ბედი. ბევრს გულუბრყვილოდ სჯერათ რომ ბეტონის შრეში წყალის შეხწევას ე. წ. მეტლახის ფუგა შეაჩერებს. გიდროიზოლაციის გარეშე იატაკქვეშა რკინაბეტონი დროთა განმავლობაში ეტაპობრივად ზიანდება მთელი ბინის ფართის ქვეშ. ნელნელა წყალი ჟონავს აივნიდან უფრო ღრმად ბინის ქვეშ. დაზიანების შედეგებს უცბად ვერ ვხედავთ და რომ გავიგებთ ხშირად გვიანია.
ობიექტზე დამატებითი ნიუანსების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს პრარაბს ან დაგვირეკეთ ჩვენ უფასო კონსულტაციისთვის.