აკონტროლეთ თქვენს ბინაში რემონტის პროცესი, მასალების და სამუშაოების ხარისხი ვიდეოთვალის მეშვეობით

უშუალოდ დაგვიკავშირდით:

რემონტი რეჟიმში

online
Camera

პროექტის ნახაზების უქონლობა


პროექტის ნახაზების უქონლობა
  ხალხთა უმრავლესობისთვის ინტერიერის დიზაინი ასოცირდება ოთახების სილამაზესთან, მათი ლამაზ სტილთან და ვიზუალურ ეფექტებთან. მაგრამ დიზაინ პროექტის მთავარი ღერძი და დანიშნულება არის მისი პრაქტიკულობა. ანუ მომავალი პროექტი უნდა იყოს პრაქტიკული ცხოვრების, გადაადგილების, ავეჯის განლაგების, ფართის რაციონალური გამოყენების და სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების კუთხით. გამოდის რომ წინასწარ თვითონ დიზაინის უქონლობა არის შეცდომა.
  თუ საშუალება არ გაქვთ დაიქირავოთ კარგი დიზაინერი, აუცილებლად მიმართედ მას (ან სხვა დამპროექტებელს) მხოლოდ ნახაზების შესადგენად (ტიხრები, განლაგება, ელექტრო და სველი წერტილები და ა. შ.). თუ ბინა ნაყიდი გაქვთ მშენებარე შენობაში, გირჩევთ სარემონტო სამსაოები დაგეგმოთ გამშენებლის ნახაზების მიხედვით. წესით სტანდარტული ნახაზები ყველა გამშენებელს აქვს, ოღონდ მათი ნახაზები შეიცავს მხოლოდ განლაგებას. რომც არ მოგეცონოთ მათი განლაგების გეგმა, დაგვიჯერეთ რომ თუ მიყვებით მაგ ნახაზებს, სარემონტო სამუშაოები უფრო იაფი და ხარისხიანი გამოგივათ ვიდრე ამას დამოუკიდებლად გააკეთებთ ხელოსნების და პრარაბის რჩევების დახმარებით. გაითვალისწინეთ, ყველა ხელოსანი შემოგთავაზებთ იმ ვარიანტს, რომელიც უფრო მისთვის არის მისაღები.

გაქვთ შეკითხვები ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით?

უკმაყოფილო ხართ ხელოსნით ან სხვა რამით?

გნებავთ სპეციალისტები სხვა სამუშაოებისათვის?