აკონტროლეთ თქვენს ბინაში რემონტის პროცესი, მასალების და სამუშაოების ხარისხი ვიდეოთვალის მეშვეობით

უშუალოდ დაგვიკავშირდით:

რემონტი რეჟიმში

online
Camera

სარემონტო პროცესის ორგანიზების შესახებ


სარემონტო პროცესის ორგანიზების შესახებ
   ჩვენს ქვეყანაში (და არა მარტო ჩვენთან) საზოგადოებაში პოპულარულია ბინის რემონტის გაკეთების  ორი ძირითადი  მეთოდი: 
     1. თავზე ვიღებთ სამუშაოების შესრულების და პასუხისმგებლობის ყველა ამოცანას. ვპოსტავთ ფეისბუკში მოთხოვნას ხელოსნებზე სეგმენტების მიხედვით ან მათი მოსაძებნად ვურეკავთ ნაცნობებს. ყველამ ვიცით ამ მიდგომის შედეგის შესახებ: რეკორდული ვადები და „არნახული“ ხარისხი.
     2. შედარებით კარგი ვარიანტია- ხელოსნების ბრიგადის მოძიება, ვინც შეასრულებს სამუშაოებს თავიდან ბოლომდე. მაგრამ პრარაბის და მომმარაგებლის როლს ჩვენთვის ვიტოვებთ და ვირგებთ კიდეც. ამ გზით მიღწეული შედეგებიც ნაცნობია ბევრისთვის, მაგრამ უმეტესობა მათგანი ამჯობინებს ზედმეტი არ ილაპარაკოს ამაზე და ეგუებიან თავიანთ შედევრებს. 
    გვინდა შემოგთავაზოთ ბინის სარემონტო სამუშაოების ერთადერთი იდეალური ვარიანტი- მიმართოთ პროფესიონალებს. როდესაც შედგენილია მშვენიერი დიზაინ-პროექტი და სარემონტო  პროცესის მსვლელობის სადავეები გამოცდილი პრარაბის ხელშია. თქვენ კი ამ დროს მშვიდათ აგრძელებთ საქმიანობას. არ არის სავალდებულო ჩვენ მოგვმართოთ, მაგრამ აუცილებლად მიმართეთ პროფესიონალებს. მაშ ასე, ეს არ ნიშნავს იმას რომ თქვენ არ მოგიწვთ მონაწილეობის მიღება მომავალი პროექტის შექმნის პროცესში. უბრალოდ ჩვენთან ერთად ეს თანამშრომლობა იქნება სასიამოვნო, მთავარია ხშირად იყოთ ონლაინ. ობიექტზე დაყენებული ვიდეო კამერა დაგეხმარებათ მუდამ ადევნოთ თვალი სარემონტო სამუშაოების მსვლელობას და ხარისხს. დიდი ხანია ჩვენი საქმიანობის ძირითად სპეციფიკას წარმოადგენს ინტერიერის კომპლექსური რემონტები.
   ხელშეკრულების შედგენის წინ არანაკლები მნიშვნელობა აქვს მომავალი ობიექტის დათვალიერებას.  რადგან ზოგჯერ ადგილზე თავს იჩენს ისეთი დეტალები, რომლებსაც შეუძლია შეცვალოს მომავალი პროექტის ძირითადი კონცეპცია. ასევე ამ შემთხვევაში გვეძლევა შანსი თავს ავარიდოთ  მოულოდნელ სურპრიზებს დამკვეთი, რომელსაც სურს ჩაიბაროს დაპირებული პროექტი ყოველგვარი მომდევნო ცვლილებების გარეშე. 
    ზემოდ ნახსენები ობიექტის დათვალიერებას ორმაგად მნიშვნელოვანი დატვირთვა ქვს ობიექტის დანიშნულების არჩევისას. განსაკუთრებით თუ სარემონტო სამუშაოები ჩასატარებელი არის კომერციული დანიშნულების ობიექტზე. ამ შემთხვევაში  გვმართებს ამოცანების სწორი დელიგირება და ამიტომ პროფესიონალიზმის და დიდი გამოცდილების გარეშე ძნელია სასურველი შედეგის მიღწევა.
     ჩვენთვის ყველაზე საპასუხისმგებლო ამოცანას წარმოადგენს დამკვეთის სწორად მოსმენა და გაგონება, მისი გემოვნების და პრიორიტეტების დადგენა, იმისათვის რომ მიღწეული შედეგი ემთხვევოდეს დამკვეთის მოლოდინს. დასრულებული პროექტის მიღებისას ის უნდა გრძნობდეს მხოლოდ სიხარულს. 
     იმისათვის რომ მომავალი პროექტის შედეგი და დამკვეთის მოლოდინი ემთხვევოდეს ერთმანეთს, საჭიროა ობიექტური და სწორი ინფორმაციის მიწოდება მეპატრონესთვის (ან დამკვეთისთვის) კონსულტაციის სახით.  კონსულტაცია მოიცავს სარემონტო პროცესის ორგანიზების ყველა სეგმენტს. ეს ცოტათი შრომატევადი პროცესია, სამაგიეროდ ჩვენი სერვისის მომხმარებლების უმეტესობამ ბევრი სიახლეები აღმოაჩინეს თავისთვის.
     აუცილებელი იქნება ფასების და სამშენებლო თუ მოსაპირკეთებელი მასალების ხარისხთა კატეგორიებში ჩამოყალიბება. არავისთვის საიდუმლო არ არის რომ მასალები (განსაკუთრებით მოსაპირკეთებელი) გაყოფილია კატეგორიებად ხარისხის მიხედვით და ჩვენ ვალდებულნი ვართ ყველა დეტალები  შევათანხმოთ მეპატრონესთან. ყოველივე ეს ამ პროცესს ხდის უფრო გამჭირვალეს, რომ დამკვეთმა უფრო კომფორტულად იგრძნოს თავი.
     ხელთ  მაქსიმალური ინფორმაციის არსებობის შემდეგ, ჩვენ თამამად ვადგენთ დამკვეთთან ერთად  სამუშაოების ვადებს. არსებობს შემთხვევები როდესაც რაიმე სუბიექტური მიზეზების გამო საჭიროა პროექტის დამთავრება ძალიან მოკლე ვადებში, რაც რადიკალურად ცვლის პროცესის მსვლელობის გეგმას.
     იმის შემდეგ რაც მომავალ სარემონტო პროცესის თაობაზე მაქსიმალურ ინფორმაციას მივაწვდით დამკვეთს, ჩვენ ვადგენთ ხელშეკრულებას. მასში დეტალურად არის გაწერილი ანგარიშსწორების ეტაპები შესრულებულ სამუშაოებთან შესაბამისად, ჩამოთვლილია აბსოლუტურად ყველა საჭირო მასალები და გათვლილია სამუშაოების დასრულების ვადები. და რაც მთავარია მითითებულია საჯარიმო სანქციები ხელშეკრულებაში აღნიშნული სამუშაო ვადების დარღვევის შემთხვევაში.
     ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ დამკვეთი ონლაინ რეჟიმში (whatsapp, viber) თვალს ადევნებს თუ როგორ ამზადებს ობიექტის დაგეგმარებას ჩვენი დიზაინერი. ამ თანამშრომლობის პროცესი იქნება ჩქარი და შედეგიანი. ჯამში დამკვეთი ღებულობს ობიექტის ძალიან მოხერხებულ დაგეგმარებას, სადაც გათვლილია ყველა დეტალები კომფორტული ცხოვრებისთვის.
     შემდგომი სამუშაო გრაფიკი უკვე მენარდეზეა  დამოკიდებული, ამ შემთხვევაში ჩვენზე.  რაც უფრო სწორად იქნება ჩამოყალიბებული მომავალი სამუშაოების თანამიმდევრობა, მეტი უფრო ხარისხიანად და სწრაფად წავა საერთო სამუშაო პროცესი. მაგ დროს ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაოების ჩატარების ტექნოლოგიური პროცესი, მეთოდები არ უნდა იყოს მოძველებული, მეზობლისაგან ან YouTube-ზე ნასავლი. YouTube-ზე მაგდაგვარი არხები ჩვენთვის ავტორიტეტს არ წარმოადგენს. ჩვენი მუშაობის ფორმულა შედგება აკადემიური ცოდნისაგან და მდიდარი გამოცდილებისაგან.
     პროცესის დასასრულს ხელი ეწერება მიღება-ჩაბარების აქტს. ამ აქტის ხელმოწერა  შეიძლება ყოველი ეტაპის დასრულებისას ან საერთო სამუშაოების დასრულების შემდეგ.

გაქვთ შეკითხვები ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით?

უკმაყოფილო ხართ ხელოსნით ან სხვა რამით?

გნებავთ სპეციალისტები სხვა სამუშაოებისათვის?