აკონტროლეთ თქვენს ბინაში რემონტის პროცესი, მასალების და სამუშაოების ხარისხი ვიდეოთვალის მეშვეობით

უშუალოდ დაგვიკავშირდით:

რემონტი რეჟიმში

online
Camera

მასალების შერჩვის პროცესი


მასალების შერჩვის პროცესი
   ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროცესია. სანამ მას შევუდგებით მანამდე საჭიროა გარკვეული ეტაპების გავლა. ძირითადად  მასალის შერჩევის პროცესს ჩვენ ვყოფთ ორი პარამეტრით: 1. ვიზუალის და 2. ხარისხის მიხედვით. პირველი დამოკიდებულია  დიზაინერზე და მომავალ პროექტზე. მეორე დამოკიდებულია იმაზე თუ ხარისხის რომელი კატეგორიის პაკეტს აირჩევს დამკვეთი. ჩვენ ვთავაზობთ სამი ტიპის მომსახურების  პაკეტს, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან  მასალის ხარისხით.
    იმის შემდეგ რაც დიზაინერს გარკვეული აქვს დამკვეთის გემოვნება და  მისი სურვილები, ის შეუდგება ინტერიერის დაგეგმარებას და მერე მისი დიზაინის შექმნას. პროექტზე მუშაობისას დიზაინერი პარალელურად თანამშრომლობს როგორც დამკვეთთან ასევე პროექტის ხელმძღვანელთანაც. დამკვეთთან ერთად ის განიხილავს ინტერიერის დიზაინის და  მოპირკეთების ყველა დეტალებს. პროექტის ხელმძღვანელთან ის ათანხმებს მოსაპირკეთებელ და დეკორატიულ  მასალების დეტალებს. ეს მასალის შერჩევა დამოკიდებულია საფასო პოლიტიკაზე, რომელსაც გაატარებს ხელმძღვანელი დამკვეთის მიერ საჭირო მომსახურების პაკეტის არჩევის შემდეგ.  შერჩევის პროცესს აკონტროლებენ დიზაინერი და ხელმძღვანელიც. დიდი ყურადღება ენიჭება უშუალოდ შესარჩევი მასალის ხარისხს. 
    რაც შეეხება საწყისი ეტაპის შავ სამუშაოებს, რომელსაც ვაწარმოვებთ შავ კარკასში, ის ყველა პაკეტის შემთხვევაში ერთნაირია მასალების ხარისხის თვალსაზრისით. დასაწყის ეტაპზე (მოპირკეთებამდე) ჩვენ ვხმარობთ საუკეთესო ხარისხის მასალებს ყველა შემთხვევაში. ხელშეკრულებაში ჩვენ ვუთითებთ იმ მასალების ბრენდის დასახელებას, რომელსაც ვაპირბთ მოვიხმაროთ, მაგალითად გათბობის მილების, სადენების ან საღებავების. ამ ყოველივეს თქვენ თვითონ შეხედავთ ობიექტზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის მეშვეობით.

გაქვთ შეკითხვები ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით?

უკმაყოფილო ხართ ხელოსნით ან სხვა რამით?

გნებავთ სპეციალისტები სხვა სამუშაოებისათვის?