აკონტროლეთ თქვენს ბინაში რემონტის პროცესი, მასალების და სამუშაოების ხარისხი ვიდეოთვალის მეშვეობით

უშუალოდ დაგვიკავშირდით:

რემონტი რეჟიმში

online
Camera

დამოუკიდებელი რემონტი


დამოუკიდებელი რემონტი
  ეს ის შემთხვევაა როდესაც რემონტი პირველად კეთდება მეპატრონეების მხრიდან და საქმის მართვის სადავეებს იღებს ერთერთი მეუღლე ან ოჯახის სხვა წევრი. ყურადღებით ხდება სურათების შერჩევა მსგავსი თემის მქონე საიტებზე. მალევე მიაგნებენ მისაღებ ფასად და რეკომენდაციით საჭირო ხელოსნებს. მათთან ერთად ხდება მასალების, სიის რაოდენობის და მოქმედებათა გეგმის შედგენა. 
  თუ გინდათ დაუშვათ მრავალი შეცდომები და ბევრჯერ მოახდინოთ გადაკეთებები, დაუჯერეთ თქვენს ხელოსნებს. ასეთ შეხმატკბილებულ კავშირს ძვირადღირებული შედეგი მოაქვს. უბრალოდ ამაზე მერე ღიად არავინ საუბრობს ან ბევრი კი ვერც ხვდება ამის შესახებ.
  Pinterest-ში მოპოვებული ლამაზი სურათები გადაეცემათ ხელოსნებს, რომ მათ სასურველი  დიზაინის რეალიზება მოახდინონ. და ზუსტად აქ ხდება გამოუსწორებელი რამ. ფაქტიურად დამკვეთს შეცდომაში შეყავს მენარდე, რომელიც ამას თანხმდება. მაგრამ ამ შეცდომას ვერ აანალიზებს ვერც ერთი მხარე. ცოტა ვინმემ თუ იცის რომ ნამდვილად პროფესიონალი თანამშრომელი (ან გუნდი) არ დაიწყებს სარემონტო სამუშაოებს საჭირო ნახაზების და წინასწარ ჩამოყალიბებული მოქმედებათა გეგმის გარეშე. გაითვალისწინეთ ის რომ იმ სარემონტო სამუშაოებზე, რომელიც თქვენ მოგეწონათ  Pinterest-ში, სამუშაოების დაწყების წინ დაიხარჯა  გარკვეული თანხა და დრო. უნდა იცოდეთ, რომ Pinterest-ში ნანახი სურათი იმიტომ არის ისეთი ლამაზი, რომ რემონტის დაწყებამდე იქ ყველაფერი გათვლილი იყო ბოლო სანტიმეტრამდე პროფესიონალური დიზაინის და ერგონომიკის გამოყენების ჩათვლით და ა. შ. დასრულებული დიზაინ პროექტი შეიძლება შევადაროთ თითის ანაბეჭდს, მისი ზუსტი განმეორებისთვის საჭიროა იდენტური ზომის და განლაგების მქონე ობიექტის არსებობა.

გაქვთ შეკითხვები ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით?

უკმაყოფილო ხართ ხელოსნით ან სხვა რამით?

გნებავთ სპეციალისტები სხვა სამუშაოებისათვის?