15 წელია ჩვენი საქმიანობის ძირითად სპეციფიკას წარმოადგენს ინტერიერის კომპლექსური რემონტები ბათუმში

უშუალოდ დაგვიკავშირდით:

რემონტი რეჟიმში

online
Camera

ნესტიანი ოთახის კედლების მოპირკეთება


ნესტიანი ოთახის კედლების მოპირკეთება

    ამ სტატიაში გვინდა სუბტროპიკული აჭარის მაცხოვრებლებს მივცეთ გარკვეული რჩევები თუ როგორ შეიძლება ნესტისგან დავიცვათ ოთახის კედლები, რომლებიც ფასადს ემიჯნება. ყველამ ვიცით რომ აქ ნესტიანი და წვიმიანი კლიმატური პირობებია, რასაც ბევრი უსიამპვნება მოაქვს ბინების მეპატრონეებისთვის. არის კიდევ ერთი მიზეზი რაც ხელს უწყობს ფასადიდან შიგნით წყალის და ნესტის შეხწევას. ეს არასწორად და შეცდომით ჩატარებული ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოებია. ფასადის მოპირკეთების საკითხს არ შევეხებით, რადგან მის ხარიხზე ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ, ეს გამშენებლის პრეროგატივა არის. მაგრამ ჩვენს ხელშია შიგნიდან დავიცვათ ბინა ნისტისგან, წყალისგან და სოკოსაგან. 

   ასეთ შემთხვევაში ჩვენ გაგვაჩნია გამოსავალის ჩვენებური გადაწყვეტილება, რასაც ვთავაზობთ ჩვენს დამკვეთებს.  ამ გამოსავალის მაგალითზე (ან ნაწილობრივი გამოსავალი) განვიხილოთ ჩვენი მეთოდი. 
   გავიმიორებთ, რომ საუბარი გვექნება მხოლოდ ფასდის პერიმეტრის შიდა კედლებზე, ანუ კორპუსის კიდეებში არსებული კედლები, საიდანაც შესაძლებელია წყალის შეღწევა. სტატიაში „შპაკლის სწორად შერჩევა“ ჩვენ უკვე ავღნიშნეთ რომ თაბაშირის ნიადაგზე დამზადებული საფითხნებს (პიველი და მეორე პირი) გააჩნია წყალის და ნესტის შეწოვის უნარი. იქვე ხაზი გაუსვით ალტერნატიული მასალების სიძვირეს. ამიტომ ამ სახის მოსაპირკეთებელი სამუშაოების მიმართ ჩვენ ინდივიდუალური მიდგომა გაგვაჩნია. დავიწყოთ ბათქაშით. ჩვენთან საქართველოში ხმარებაშია ბათქში თაბაშირის ნიადაგზე (თეთრი) და ცემენტის და ქვიშის ნიადაგზე (შავი). აჭარის პირობებში უმჯობესია შავი ბათქაშის მოხმარება. დააკვირდით, ყველა გამშენებელი აბაზანის კედლებს მხოლოდ შავი ბათქაშით ამუშავებს, რადგან თეთრი დიდხანს ვერ ძლებს ნესტიან გარემოში. შავი ბათქაშის მოხმარებისას ისინი პრობლემას მხოლოდ იმაში ხედავენ, რომ ის არის მოუხერხებელი აზიდვის და სისუფთავის (მოგვიანებით უკვე მესაკუთრის მხრიდან) მხრივ, რაც ზრდის ხარჯებს. ამიტომ გირჩევთ არჩევანი გააკეთოთ შავი ბათქაშის სასარგებლოდ. მაგრამ თუ რაიმე მიზეზის გამო თეთრი ბათქაშის მასალა იქნა შესყიდული, ეცადეთ თუნდაც ზემოდ ხსენებული გარეთ გამავალი კედლები დაამუშავოთ შავი ბათქაშით. ამასთანავე თუ რკინაბეტონის რიგელები არის ობიექტზე, აუცილებლად წინასწარ სათანადოთ დაამუშავეთ სპეციალური ხსნარით, ე. წ. ბეტონოკონტაკტით. კედლების მობათქაშების შემდეგ, შეიძლება დავამუშავოთ იგივე საპრობლემო ედლები მაგალითად სპეციალური გიდროსაიზოლაციო ხსნარით Aquamat  Isomat-ისაგან, რომელიც დამზადებულია ცემენტის ნიადაგზე. მისი მოხმარების წინ საჭიროა კედლების მომზადება და გასუფთავება, როგორც აბაზანის იატაკის შემთხვევაში. ის წყალში ზავდება და სანამ მოვიხმართ აუცილებლად კედლები უნდა წყალით დავასველოთ. ფუნჯით უნდა მოხდეს დაფარვა. პირველი პირის გაშრობის შემდეგ (2-3 საათი) ეგრევე ესმება მეორე პირი. ოღონდ არსებობს ერთი აუცილებელი პირობა ამ ხსნარის მოხმარებისთვის. ნიადაგი უნდა იყოს შავად მობათქაშებული, თაბაშირთან შეჭიდების კოეფიციენტი ნულს უდრის. ფასადის პერიმეტრით კედლების გიდროსაიზოლაციო სამუშაოების შემდეგ შეიძლება კედლების შპაკლით დამუშავება. ამ შემთხვევაშიც იგივე დილემის წინაშე ვდგებით, თაბაშირის თუ აკრილის ნიადაგზე დამზადებული საფითხნი მოვიხმაროთ? თუ დამკვეთი ფინანსურად ვერ სწვდება ალტერნატიულ მასალებს, ჩვენ ისევ არასტანდარტულ გამოსავალ ვთავაზობთ მას. ვამუშავებთ შიგნიდან პოტენციურად საპრობლემო კედლებს აკრილის საფითხნით (ან ცემენტის). დანარჩენი კედლები შეიძლება დამუშავდეს თაბაშირის საფითხნით. სულ ეს არის.


ობიექტზე დამატებითი ნიუანსების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს პრარაბს ან დაგვირეკეთ ჩვენ უფასო კონსულტაციისთვის.

გაქვთ შეკითხვები ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით?

უკმაყოფილო ხართ ხელოსნით ან სხვა რამით?

გნებავთ სპეციალისტები სხვა სამუშაოებისათვის?