აკონტროლეთ თქვენს ბინაში რემონტის პროცესი, მასალების და სამუშაოების ხარისხი ვიდეოთვალის მეშვეობით

უშუალოდ დაგვიკავშირდით:

რემონტი რეჟიმში

online
Camera

საფითხნის (შპაკლის) სწორად შერჩევა


საფითხნის (შპაკლის) სწორად შერჩევა

     შიდა სარემონტო სამუშაოების დროს, შეღებვამდე, კედლებს სუფთა საფითხნით (ე.წ. შპაკლი) ამუშავებენ. ამის შესახებ ყველასთვის ცნობილია. ძირითადად, სუფთა(ბოლო) პირზე ვისაუბროთ.  მაგრამ, ჩვენ გვინდა განვიხილოთ შეფითხნის (დაშპაკვლის) პროცესი ნესტიან კლიმატსა თუ ოთახებში. ეს აჭარის ყველა მაცხოვრებლისთვის მტკივნეული თემაა, განსაკუთრებით ზღვისპირას მცხოვრებთათვის. ყველამ არ იცის,რომ მრავალი სახეობის და დანიშნულების საფითხნი არსებობს. საქართველოში ყველა ერთსულოვნად ხმარობს თაბაშირის ნიადაგზე დამზადებულ საფითხნს  (მაგალითად Knauf-ს, საუკეთესო შემთხვევაში). აღმოსავლეთ საქართველოს მაცხოვრებლებისთვის, სადაც უფრო მშრალი ჰავაა, ეს სავსებით მისაღებია (გარდა სპეციფიკურ ად ნესტიანი ოთახებისთვის). მაგრამ აჭარის ასეთ ნესტიან კლიმატურ პირობებში, მის გამოყენებამდე უნდა გავითვალისწინოთ ყველა დადებითი და უარყოფითი არგუმენტი. თაბაშირი ღრუბელივით ისრუტავს ნესტს და წყალს. თაბაშირის საფითხნის მოხმარებისთვის საჭიროა პირობები, რომელიც გამორიცხავს მომავალში ნესტის ან წყალის შეღწევას ოთახებში. ეს ძალიან ძნელი და მუდმივად ხარჯიანი პროცესია. ცუდია, რომ მენარდეების უმრავლესობა არ ესაუბრება ამის თაობაზე ფართის მეპატრონეებს. ასეთ დროს საჭიროა ალტერნატიული პოლიმერული საშუალებების გამოყენება, რაც შედარებით ძვირად ღირებულია, თუმცა, ერთჯერადი ხარჯია ხანგრძლივი შედეგისთვის.


  ჩვენს დამკვეთებს, ძირითადად, აკრილის, ზოგჯერ კი ცემენტის ნიადაგზე დამზადებულ საფითხნს ვთავაზობთ. აკრილს ბევრი დადებითი თვისება აქვს, რაც მას გრძელვადიან გამძლეობას ანიჭებს. ადჰეზიის მხრივ თავსებადია ყველა სახის ნიადაგთან. ასევე, აკრილის საფითხნის რამოდენიმე გამორჩეული თვისება გააჩნია:

      ეკოლოგიურობა;
      წყალგაუმტარეობა;
      ორთქლგამტარიანობა;
      ტემპერატურის ცვლილებებისადმი მდგრადობა

   აღსანიშნავია,რომ მოხმარებაში ეს მასალა ძალიან ელასტიური და მოსახერხებელია. ოსტატების საყურადღებოდ, თაბაშირის საფითხნისგან განსხვავებით, მისი ზედაპირი გაშრობის შემდეგ არ იწევს დაბლა. ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია თაბაშირ-მუყაოს შეერთების არხების (ე.წ. შოვების) შეფითხნისას. 


   რადგან შევეხეთ თაბაშირ-მუყაოს ფილების დაერთების საკითხს, ცოტა ვრცლად განვიხილოთ. ამ თემისთვის თავის არიდება არ შეიძლება, რადგან უფრო დიდი შეცდომები ფიქსირდება აქ. ყველაზე უპატიებელი შეცდომა, არხების პირველი პირი საფითხნით დამუშავებაა (მაგალითად ABC siva-თი). საქართველოში ეს მეთოდი ხელოსნების 90%-ში არის პოპულარული. რეალურად, პირველი პირი საფითხნი უვარგისია თაბაშირ-მუყაოს ფილების დაერთების არხების დასამუშავებლად. ამისთვის არც კი არის გათვლილი. ამ მასალის პოპულარობას განაპირობებს, მხოლოდ,ის, რომ გაშრობის შემდეგ, შედარებით, არ იწევს ქვემოთ და შესაბამისად, არ საჭიროებს მრავალჯერ დამუშავებას. მისი გამოყენებისას, ძალიან ხშირად, რემონტის დროს,ზემოხსენებული არხები იბზარება და საჭიროებს კორექტირებას. ასევე, ბზარები ჩნდება რემონტის დასრულების შემდეგ. ამის მიზეზი შეიძლება გახდეს კორპუსის ფუნდამენტის დაწევა და შესაბამისად, ამ დროს თაბაშირ-მუყაოს რკინის კონსტრუქცია, ოდნავ დეფორმირდება. დაბზარვის სხვა მრავალი მიზეზიც არსებობს.


   თაბაშირ-მუყაოს შეერთების არხებისთვის არსებობს სპეციალური საფითხნი, რომელსაც მხოლოდ ეს დანიშნულება გააჩნია და უფრო ძვირიც ღირს, თუმცა, საჭიროა მხოლოდ არხების დასამუშავებლად. ამიტომ, ბიუჯეტი დიდად არ იზრდება. ასეთ დროს ვიყენებთ ცნობილი კნაუფის საფითხნის ერთსახეობას, Knauf Uniflott. არსებობს ორი ტიპის: სტანდარტული (ლურჯ შეფუთვაში) და ნესტგამძლე ( მწვანე შეფუთვაში). მეორე გამოიყენება ნესტიან ოთახებსა და აბაზანებში. ჩამოგითვლით მის რამოდენიმე თვისებას:

           ძალიან ელასტიურია;
           მკვრივია;
           არ იწევს გაშრობისას;
           შეიძლება ლენტური ბადის გარეშე ხმარება;
           ძნელად იბზარება;

ობიექტზე დამატებითი ნიუანსების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს პრარაბს ან დაგვირეკეთ ჩვენ უფასო კონსულტაციისთვის. 

გაქვთ შეკითხვები ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით?

უკმაყოფილო ხართ ხელოსნით ან სხვა რამით?

გნებავთ სპეციალისტები სხვა სამუშაოებისათვის?