15 წელია ჩვენი საქმიანობის ძირითად სპეციფიკას წარმოადგენს ინტერიერის კომპლექსური რემონტები ბათუმში

უშუალოდ დაგვიკავშირდით:

რემონტი რეჟიმში

online
Camera

აბაზანის გიდროიზოლაცია


აბაზანის გიდროიზოლაცია

    აივნების გიდროიზოლაციის შემდეგ მნიშვნელოვანია შევეხოთ აბაზანის გიდროიზოლაციის საკითხს. ბეტონის საფარის დაცვის გარდა გიდროიზოლაცია იცავს მეზობლებს შემთხვევითი ავარიული დატბორვისაგან. მაგრამ ბეტონის საფარის დაცვა მაინც მისი ძირითადი დანიშნულება არის. რადგან ბეტონში ნელნელა გაჟონილი წყალი აზიანებს ბეტონს და შეუძლია წლების მერე გახადოს კონსტრუქცია (ან მისი ფრგმენტი) ავარიული. ასევე გიდროსაიზოლაციო ხსნარი ხელს უშლის ბაქტერიების და სოკოს გამრავლებას. სოკოს და შავი ობის მოშორება ძნელია, მარტივია არ მივიყვანოთ მაქამდე საქმე.

    განვიხილოთ გიდროსაიზოლაციო სამუშაო ახალმშენებარე აბაზანის მაგალითზე, სადაც იატაკი მოჭიმულია ქვიშა ცემენტით. როგორც ვიცით ხარისხიანი სამუშაოს შედეგის მისაღებად საჭიროა მასალის სწორი შერჩევა. გიდროსაიზოლაციო ხსნარები არსებოს სხვადასხვა ტიპის და სხვადასხვა დანიშნულების. თვითშემოქმედება ამ დროს სარისკოა, უკეთესია საქმის პროფესიონალებისთვის მინდობა. დასაწყისისთვის მოვამზადოთ იატაკის და კედლის ნიადაგი, სადაც წაისმება ხსნარი. მოჭიმული იატაკი კარგად უნდა გაიწმინდოს ყოველგვარი ნაგავისაგან და მტვერისაგან. თუ ზედ არის დაზიანებული ჩაღრმავებული მონაკვეთები, ამოივსოს უნდა და გასწორდეს. კედლებიც, სადაც ვაპირებთ ხსნარით დამუშავებას, ამგვარად უნდა მომზადდეს. თუ არის საშუალება უმჯობესია სრულად დაიფაროს კედლები გიდროსაიზოლაციო ხსნარით, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი. მაგრამ აუცილებლად კედლები უნდა დამუშავდეს სრული პერიმეტრით იატაკიდან 10-20სმ სიმაღლეზე. კარგი იქნება თუ საშხაპე ზონის მონაკვეტთზე კედლებს სრულად დავამუშავებთ ხსნარით. ჯერ მომზადებულ ადგილებზე წაუსვათ ღრმად შეხწევადი პრაიმერი ანუ გრუნტი და ვაცალოთ გაშრობა. ამით ხსნარის ადჰეზიას შეუწყობთ ხელს ნიადაგთან მიმართებაში. ხსნარი შერჩეული უნდა იყოს ნიადაგის ტიპიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ბეტონით მოჭიმული იატაკი. აქ მიზანშეწონილია ცემენტის ან პოლიმერების ნიადაგზე დამზადებული ხსნარის გამოყენება. მაგალითად შეგიძლიათ გამოიყენოთ SL 17 Isomat-ისაგან. ეს უნივერსალური გამზადებული პოლიმერების ნიადაგზე დამზადებული ხსნარია, აივნებზე და აბაზანებში გამოსაყენებლად. ის იმით არის კარგი რომ შეთავსებადია შემდეგი ტიპის ნიადაგებთან: ბეტონი, ბათქაში, თაბაშირ-მიყაოს ფილები, ხე, რკინა. ხსნარის წასმის წინ საჭიროა კედლისა და ძირის მიერთების კუთხეები დამუშავდეს სპეციალური არმირებული ლენტით. ეს იმისათვის კეთდება რომ  მოხდეს სააბაზანო ზონის გერმეტიზირება და იზოლაცია დანარჩენი საცხოვრებელი ფართისაგან, წყალის გაჟონვის შესაკავებლად. კუთხეების არმირების შემდეგ ისმება ხსნარის პირველი პირი (სამღებრო ფუნჯით, ღილვაკით ან შპატელით) მხოლოდ ერთი მიმართულებით, წინ და უკან. გაშრობის შემდეგ უნდა წაესვას მეორე პირი, ოღონდ პერპენდიკულარული მიმართულებით პიველ პირთან, ანუ ჯვარედინად. ხსნარის წასმის ასეთი მეთოდი მაქსიმალურად გამორიცხავს გამოტოვებულ (დაუმუშავებელ) ადგილებს. საუბარია გიდროიზოლაციის ზედაპირზე დარჩენილ მიკრო ნასვრეტზე, რომელიც შეიძლება გახდეს წყალის კარგი გამტარებელი საფარიდან ბეტონში. თუ აპირებთ კედლების კედლის ხსნარით სრულად დამუშავებას, უნდა დაიწყოთ კედლით, ზევიდან ქვემოდ. კედლის უკვე გიდროიზოლირებული ზედაპირი უნდა მოპირკეთდეს კაფელის ფილებით ( ან სხვა მასალით) ქვედა ერთი რიგის გამოკლებით.  კედლის მოპირკეთების შემდეგ უნდა დამუშავდეს გიდროსაიზოლაციის საფარით ძირი. თუ კედლები არ მუშავდება ხსნარით, საჭიროა რომ ძირთან ერთად მტელ პერიმეტრზე დამუშავდეს  კედლების მონაკვეთი 10-20სმ სიმაღლეზე. საბოლოო ჯამში უნდა მივიღოთ ბორტიანი პლასტმასის თასის მსგავსი ძირი. სულ ეს იყო, შეიძლება ძირის მეტლახით მოპირკეთების დაწყება. არის კიდე გიდროიზოლაციის საკითხში სხვა ნიუანსებიც, რომელიც დამოკიდებულია ხსნარის დანიშნულების მოტივზე და სხვა ფაქტორებისაგან. მაგრამ ეს უკვე ამ პროფილის სპეციალისტებების პრეროგატივა არის.

ობიექტზე დამატებითი ნიუანსების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს პრარაბს ან დაგვირეკეთ ჩვენ უფასო კონსულტაციისთვის.

გაქვთ შეკითხვები ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით?

უკმაყოფილო ხართ ხელოსნით ან სხვა რამით?

გნებავთ სპეციალისტები სხვა სამუშაოებისათვის?