აკონტროლეთ თქვენს ბინაში რემონტის პროცესი, მასალების და სამუშაოების ხარისხი ვიდეოთვალის მეშვეობით

უშუალოდ დაგვიკავშირდით:

რემონტი რეჟიმში

online
Camera

აივნის იატაკის სიმაღლე


აივნის იატაკის სიმაღლე
  ხშირად გვხდება ასეთი სურათი: აივნის იატაკის სიმაღლე საცხოვრებელიიატაკის სიმაღლეზე უფრო მაღალია. ამას აუცილებლად უნდა ავარიდოთ თავი და ჯერ კიდე სარემონტო სამუშაოების დასაწყისში უნდა ვიზრუნოთ ამაზე. აივნის იატაკის სიმაღლის მომატება იწვევს მეტალოპლასტმასის (ან ალუმინის) კარების ქვედა პროფილის მეტლახით დაფარვას. ასეთ შემთხვევაში იმალება კარის პროფილის სადრენაჟე ნახვრეტები და წვიმის დროს წყალი შემოედინება შიგ ოთახში. და ახალი ნახვრეტების დამატება ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია, რადგან შეიძლება უფრო გავაფუჭოთ საქმე. საერთოდ, ძალიან იშვიათად როდესაც გამშენებლის მიერ ჩასმული კარ-ფანჯარა უმკლავდება წყალის გარედან შემოსვლას ქარიშხალის დროს (გამონაკლისიაSalamander-ის მიერ წარმოებული პროდუქცია). ამიტომ შეისმინეთ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა: ეცადეთ აივანზე შეუკვეთოთ გარე გაღების კარები და არ ინანებთ. მთავარია გაზომეთ კარგად, რომ არაფერმა შეუშალოს ხელი გაღებას.

გაქვთ შეკითხვები ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით?

უკმაყოფილო ხართ ხელოსნით ან სხვა რამით?

გნებავთ სპეციალისტები სხვა სამუშაოებისათვის?